პრეზენტაცია

01-03-2011
კომპიუტერით  სარგებლობის საერთაშორისო „მართვის  მოწმობა”
 
1 მარტს სტუ-ს შეხვედრების ოთახში გაიმართა  პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა კომპიუტერის მომხმარებელთა ცოდნის დონის შეფასებისა და სერთიფიცირების ერთიან ევროპულ სისტემას, კერძოდ, ე.წ. კომპიუტერით  სარგებლობის საერთაშორისო „მართვის  მოწმობას“ - ECDL (European Computer Driving Licence Foundation). კომპიუტერის მომხმარებელთა სერთიფიცირების ევროპული ფონდი “EჩDL  ფონდი” წარმოადგინა რეგიონალურმა მენეჯერმა, პიოტრ მროზინსკიმ. მან ისაუბრა აღნიშნული ფონდისა და მისი საქმიანობის შესახებ, რომელიც გულისხმობს საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში ცოდნის დონის შეფასებისა და სერთიფიცირების მსოფლიოში აღიარებულ  სტანდარტებს. მროზინსკიმ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ECDL ფონდის უპირატესობების შესახებ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები