ვიდეოკონფერენცია

01-02-2011
ბრიუსელსა და თბილისს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა
 
26 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში ევროკომისიის FP-7 სამეცნიერო პროგრამის ერთ-ერთი საგრანტო მიმართულების (MARIE CURIE – დაფინანსებადი სამეცნიერო პროგრამა) ფარგლებში, ბრიუსელსა და თბილისს შორის, ვიდეოკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენელმა საქართველოში, ოლივერ რაისნერმა გახსნა. ბრიუსელიდან საუბრობდნენ განათლებისა და კულტურის მიმართულების გენერალური დირექტორები ლუიზა მაჯიო და ედუარდა კასტელანო.
ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას განიხილეს პროფესორ-მასწავლებელთა მხრიდან საგრანტო პროგრამაზე პროექტის შეტანის დროს გასათვალისწინებელი ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიუჯეტის შედგენა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პარტნიორი და რა აუცილებელ დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება პარტნიორის შერჩევისას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები