სამეცნიერო-კვლევითი ხელშეკრულება

17-01-2011
საქართველოსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის
სამეცნიერო-კვლევითი ხელშეკრულება გაფორმდა
 
14 იანვარს, სტუ-ში ხელი მოეწერა საქართველოსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევით ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტში (ყოფილი საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი) დიდი ზომის გასაშლელი კოსმოსური კონსტრუქციების კვლევას.
აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ზემოხსენებულ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობას და საქართველოში კოსმოსური ტექნოლოგიების, როგორც მეცნიერებატევადი მოწინავე  დარგის შემდგომ განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების შესრულება დაწყებულია 2010 წლის ნოემბრიდან.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები