ფრანგული ენის შემსწავლელი საზაფხულო კურსები ჟენევაში

14-12-2016
ჟენევის უნივერსიტეტი (შვეიცარია) აცხადებს ფრანგული ენის შემსწავლელ საზაფხულო კურსებს სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გაიუმჯობესონ ფრანგული ენის ცოდნა.

საზაფხულო კურსების ხანგრძლივობა 2017 წლის 26 ივნისიდან 25 აგვისტომდეა.

საზაფხულიო კურსის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია საინტერესო გასართობი და კულტურული პროგრამები და სპეციალიზირებული პროგრამაც.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი და საინფორმაციო ბროშურა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები