საგრანტო პროექტი „შავი ზღვის წყლის ხარისხის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და ზღვისპირეთის აბრაზიული პროცესებისაგან დაცვის კომპლექსური ღონისძიებების დამუშავება საქართველოს საზღვრებში“

12-12-2016
2017 წლის 9 იანვარს, 15:00 სთ., სასტუმრო „მარნის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტის „შავი ზღვის წყლის ხარისხის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და ზღვისპირეთის აბრაზიული პროცესებისაგან დაცვის კომპლექსური ღონისძიებების დამუშავება საქართველოს საზღვრებში“ (საგრანტო პროექტი №FR /115/9-180/13) კვლევის შედეგების პრეზენტაცია და ტრენინგი საკვლევი საკითხით დაინტერესებული ბენეფიციარებისათვის.

საგრანტო პროექტის ხელმძღვანელია ტექნიკური უნივერსიტეტის ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ბუნებრივი კატასტროფების განყოფილების ხელმძღვანელი, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი რობერტ დიაკონიძე. აღსანიშნავია, რომ სტუ-ს პროფესორი დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2016 წელს ღირსების ორდენით იქნა დაჯილდოებული.

პრეზენტაციის გამართვის ადგილი: ქ. ბათუმი, სასტუმრო „მარანი“ (გიორგი ბრწყინვალის ქ. № 24).

სამეცნიერო ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ღონისძიების ორგანიზატორს, პროფ. რობერტ დიაკონიძეს. 
ტელ.: 595 93 57 51
ელ.ფოსტა: robertdia@mail.ru

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები