პროექტი “რატომ NATO?”

21-12-2010
პროექტი “რატომ NATO?” 
 
21  დეკემბერს, სტუ-ს გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში  “საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსი“-ს ორგანიზებითა და სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა პროექტის “რატომ NATO?” დახურვა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს სუდენტებმა თბილისის 6 უმაღლესი სასწავლებლიდან. მათ მოისმინეს  სემინარი NATO-ს შესახებ. სემინარის შემდეგ სტუდენტებს შორის გაიმართა დისკუსია თემაზე, რომელიც ეხებოდა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებს, მის პლიუსებსა და მინუსებს. სემინარი დახურვაზე ნაჩვენები იყო პროექტთან დაკავშირებით გადაღებული ვიდეო კლიპი.
პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს. ამგვარად, სუდენტებმა ხელმოწერით დაადასტურეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკის მართებულობა და ის ფაქტი, რომ აუცილებელია, საქართველო გახდეს ნატოს წევრი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დირექტორი ლალი ყიფშიძე, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტები და სხვადასხვა სტრუქტურების ოფიციალური პირები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები