საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი

27-09-2007

საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრმა სტუ-ს საინფორმაციო ქსელი 120 000 დოლარით დააფინანსა

26-27 სექტემბერს ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრის (სსტც) სემინარი კომერციალიზაციაზე, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკამაოდ ფართო სპექტრით იყო წარმოდგენილი.

სტუ მჭიდროდ თანამშრომლობს აღნიშნულ საერთაშორისო ფონდთან. ფონდის მიერ დაფინანსებულია სტუ-ში მიმდინარე მრავალი სამეცნიერო პროექტი, მათ შორის აღსანიშნავია სტუ უზრუნველყოფა საინფორმაციო ინფრასტრუქტურით. სსტც-მ დააფინანსა ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო ქსელის შექმნა, მათ შორის მისი სრული მონტაჟი და ექსპლუატაციაში მოყვანა საერთო ღირებულებით 120 000 აშშ დოლარი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები