გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა

20-12-2010
გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა
 
მიმდინარეობს განაცხადების მიღება 2011-2012 წლების გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე, რომელიც   წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას და საშუალებას აძლევს სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში. პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.
ანკეტების შემოტანის ბოლო ვადაა 14.01.11,  17:00 სთ.
დეტალური ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმებისათვის მიმართეთ აირექსი/საქართველოს ოფისს: 
 
ირაკლი აბაშიძის 4,თბილისი, საქართველო, 0131                             
ტელ: (995 57) 53-84-00; (995 57) 53-84-00      


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები