ვებინარი “Mendeley-ს წარმოდგენა და შესაძლებლობები”

06-12-2016
14 დეკემბერს, 10:30 - 11:30 სთ., Elsevier კომპანიის ორგანიზებით ონლიანრეჟიმში გაიმართება ვებინარი “Mendeley-ს წარმოდგენა და შესაძლებლობები”, სადაც წარმოდგენილი იქნება Mendeley პროგრამული უზრუნველყოფა და მოხდება მისი ონლაინ დემონსტრაცია და პლატფორმის სხვადასხვა შესაძლებლობის ჩვენება.

ვებინარის სამუშაო ენა - ქართული.  

აღსანიშნავია, რომ Mendeley უნიკალური უფასო რესურსია, რომელიც მოიცავს Reference Manager (სამეცნიერო ნაშრომების შეგროვებისა და კატალოგიზაციის საშუალება, რომელიც ამარტივებს და ხელს უწყობს სტატიაში გამოყენებული ლიტერატურის სიის მომზადებას და გამოყენებას) და ასევე, ხელს უწყობს მომხმარებელს, მოიძიოს თანამოაზრეები და შეისწავლოს თანამედროვე კვლევების ტრენდები/ტენდენციები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგაც ელ-ფოსტაზე მიღებულ შეტყობინებაში მითითებული იქნება ვებმისამართი ვებინარში ჩართვისათვის ვებინარის დაგეგმილ დროს.

ვებინარების ვიდეო ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები