საჯარო ლექცია მინიმატის კონვენციასთან დაკავშირებით

29-11-2016
28 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა გარემოს დაცვითი პროექტის საჯარო განხილვა, რომელიც მიზნად ისახავდა მინიმატის კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულებისათვის საქართველოში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაძლიერებასა და ინსტიტუციური შესაძლებლობის განმტკიცებას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცენტრის ექსპერტმა ჩაატარა სემინარი ვერცხლისწყალსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ამ ნივთიერების მავნე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

ვერცხლსწყლის საშიში ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად და შესაბამისი პროფილაქტიკის მიზნით შეიქმნა კონვენცია, რომელშიც გაერთიანებულია 100 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც.

სტუ-ში შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ  საკითხთან დაკავშირებით  ცნობიერების ამაღლება თითოეული მოქალაქის ვალია და შესაბამისა მიღებული იქნა უნივერსიტეტის მასშტაბით გარემოს დაცვის სასწავლო კურსებში ამ საკითხის ჩართვის გადაწყვეტილება, რომ ამგვარად უზრუნველყოფილი იქნას სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ზემოაღნიშნულთან მიმართებით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები