გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალი და მწვანე მობილურ აპლიკაცია GreenWatch

25-11-2016
29 ნოემბერს, 10:00 სთ., მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დღესთან დაკავშირებით, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა) ორგანიზაცია CENN საზოგადოებას გააცნობს კავკასიაში პირველ გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალსა და მწვანე მობილურ აპლიკაციას GreenWatch.

კავკასიის გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალი წარმოადგენს გარემოსდაცვითი განათლების გავრცელების ინოვაციურ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს საშუალება ექნება, გამოიყენოს ინტერაქტიური რუკები, წაიკითხოს და გადმოწეროს ელექტრონული წიგნები, კვლევები, ანგარიშები გარემოსდაცვით თემაზე, გაიგოს მეტი გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ ქართულ და საერთაშორისო გამოცდილებაზე, მოიძიოს ინფორმაცია გარემოსდაცვით სფეროში არსებული ინსტიტუტების, პოლიტიკის დოკუმენტებისა თუ საკანონმდებლო აქტების შესახებ. პორტალი წარმოადგენს ერთიან სივრცეს, სადაც აღნიშნული ინფორმაციისმიღება მარტივი სანავიგაციო სისტემით იქნება შესაძლებელი. პორტალი შეიქმნა CENN–ის ინიციატივით, ორგანიზაციის დონორთა ფინანსური მხარდაჭერით.

მობილური აპლიკაცია GreenWatch საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გადაიღოს გარემოსდაცვითი პრობლემის ამსახველი ფოტო და გამოგზავნოს ის შემდგომირეაგირების მიზნით. აპლიკაციაში შემოსული განაცხადები გადამისამართდება პასუხისმგებელ უწყებებთან, რომლებიც დაეხმარებიან საზოგადოებას პრობლემის მოგვარებაში.

GreenWatch შექმნილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, CENN-ის მიერ, დონორთა ფინანსური მხარდაჭერით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები