პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლა

21-11-2016
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, გაეროს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასათვის" ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, აცხადებს სტუდენტების მიღებას 2017 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლაში.

ზამთრის სკოლა გაიმართება 2017 წლის 28 იანვარიდან - 3 თებერვლამდე და მასში მონაწილეობა უფასოა.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის მიმართულების (ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის და მაგისტრატურის) სტუდენტებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლის მიზანია სტუდენტებისთვის თანამედროვე ეპოქაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სტუდენტები სკოლის გავლის შედეგად შეიძენენ ცოდნას, თუ რატომ და როგორ უნდა დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები. აქტიური და ინფორმირებული ახალგაზრდები - კი, ხელს შეუწყობენ საზოგადოებაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის დამკვიდრებას.

ზამთრის სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტები.

ზამთრის სკოლა ტარდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპაარატის მიერ, გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 1 დეკემბერი.
განცხადების შემოსატანად ეწვიეთ ბმულს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები