ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების IX ფორუმი

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების IX ფორუმი

21-11-2016
7–8 დეკემბერს, თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში იმართება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების IX ფორუმი. ფორუმზე განხილული იქნება ე.წ. ჭკვიან (Smart) ქალაქგანვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

ფორუმში მონაწილოების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

ფორუმის ერთ–ერთი მოდერატორი და სეფე სიტყვის ავტორია გერმანელი ურბანისტი, კიოლნის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის პროფესორი იოხენ ზიგემუნდი (Johen Sigemund), რომელიც 6 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე წაიკითხავს ლექციას "ჭკვიანი ქალაქების" შესახებ.

ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება