ტარტუს უნივერსიტეტის იოჰან შიუტეს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის სტიპენდიების პროგრამა

16-11-2016 ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) იოჰან შიუტეს სახელობის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სტიპენდიების პროგრამაზე დოქტორანტებისა და პოსტ-დოქტორებისათვის.

სტიპენდიების პროგრამას მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდების ევრაზიის პროგრამა და მისი ხანგრძლივობა 5 თვეა - 2017 წლის 1 თებერვლიდან 30 ივნისამდე.

სტიპენდიების პროგრამა ფოკუსირებულია პოლიტიკურ და სოციალურ გარდამავალ პროცესებზე ევრაზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.
  • სტიპენდიების ოდენობა დოქტორანტებისათვის - 1200 ევრო თვეში
  • სტიპენდიების ოდენობა პოსტ-დოქტორანტებისათვის - 1500 ევრო თვეში
სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 ნოემბერი.

სტიპენდიების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები