ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

06-11-2016
კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია) (Kiel University of Applied Sciences - FH Kiel) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2016-2017 აკადემიური წლის საზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი).


შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.16
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 18.11.16
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 25.11.16


ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ინგლისურენოვან სასწავლო კურსებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.  

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და, ამავე დროს, უცხოური ენის ფლობის მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინჟინერინგი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.16  
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 18.11.16 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 25.11.16 

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინჟინერინგი, ბიზნესის ადმინისტრირება).


ERASMUS+ აკადემიური პერსონალისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება