ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსი “ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო"

02-11-2016

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსს "ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო". ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.

ფოტოკონკურსში 13 გამარჯვებული  გამოვლინდება. გამარჯვეულები დაჯილდოვდებიან ტექნიკის მაღაზიის 500-ლარიანი ვაუჩერით. მოეწყობა გამარჯვებული ფოტოების გამოფენა და ამავე ფოტოების გამოყენებით დაიბეჭდება  2017 წლის სამაგიდო კალენდრები.

საკონკურსო ფოტო უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის  ცხოვრებას, ყოველდღიურობას, ტრადიციებს, თანაცხოვრებას. ფოტოს მოცულობა არ  უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს. თითოეული კონკურსანტისგან შესაძლებელია 3  ფოტოს მიღება.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ  მისამართზე: press@smr.gov.ge, არაუგვიანეს 9 ნოემბრისა.

კონკურსის მონაწილე ფოტოები განთავსდება შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ოფიციალურ Facebook გვერდზე.

ერთი გამარჯვებული აღნიშნულ გვერდზე „მოწონებების“ მიხედვით  გამოვლინდება, 12-ს კი ჟიური გამოავლენს.

ღონისძიებას მხარს უჭერს აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ  დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო  ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).

დამატებითი ინფორმაციისთვის: 

ელვირა ეიბოვი, საკონტაქტო პირი

ტელ.: 577 999 773


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები