ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირფასი ლითონების შემფასებელთა კურსები 1 ნოემბრიდან

28-10-2016
1 ნოემბრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში (დეპარტამენტის უფროსი - პროფ. ნოდარ ფოფორაძე) გაიმართება ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობების შემფასებელთა და ძვირფასი ლითონების შემფასებელთა მომზადების სპეციალიზებული კურსები (დასაწყისი 11:00 სთ).

კურსები მუდმივმოქმედია და ტარდება ყოველთვიურად.

მისამართი:  0175, საქართველო, თბილისი, კოსტავას 77, III კორპუსი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, ოთახი 308 ა.

საჭირო საბუთები:
1. ფოტოსურათი 3X4,  2 ცალი;
2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
3. დიპლომის ქსეროასლი;
4. CV ან ავტობიოგრაფია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 238-25-88, 577 42-83-47, 593 27-24-65

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები