ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

20-10-2016
ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტი (ლიტვა) (Vilnius Gediminas Technical University- VGTU) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2016-2017 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი, 01 თებერვალი - 23 ივნისი, 2017).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.11.16  
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 10.11.16 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 14.11.16 

სასწავლო კურსებისათვის დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

შერჩეულმა ნომინანტებმა დამატებით რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინრეჟიმში.  

აკომოდაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით სწავლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და ამავე დროს, უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები