სტუდენტური პროექტის პრეზენტაცია: იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე

20-10-2016
24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (მის: სანდრო ეულის 3ა), გაიმართება სტუდენტური პროექტის პრეზენტაცია: იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე.

სტუდენტურ პროექტს ახორციეოლებს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. პროექტი მიზნად ისახავს თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
  • საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს. შესაძლებელია, ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა
  • გუნდის წევრი მხოლოდ ის პირი შეიძლება იყოს, რომელსაც შეჯიბრის მომენტისათვის აქვს სტუდენტის სტატუსი და იმყოფება ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე
  • თითოეული გუნდი შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 სტუდენტისაგან
სტუდენტურ პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები