კრეატიული პროექტი სტუდენტებისთვის

18-11-2010
კრეატიული პროექტი სტუდენტებისთვის
 
Red Bull Cloud Hunter -ი არის კრეატიული პროექტი სტუდენტებისთვის საუკეთესო გამომგონებელის გამოსავლენად. მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა დაინტერესებულ სტუდენტს.  ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრებიან თსუ-სა და სტუ-ს სტუდენტები.
მონაწილეობის მსურველებმა ადგილზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
ადგილები შეზღუდულია.
 
Red Bull Cloud Hunter-ი ჩატარდება სამ ეტაპად. ნახევარ ფინალები ჩატარდება:
24 ნოემბერს 12:00 წუთზე - თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე
25 ნოემბერს 12:00 წუთზე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
                         ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე
 
ფინალი გაიმართება  30 ნოემბერს, 12:00 სთ, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ. 
 
თამაშის წესები მარტივია:
•        მონაწილეებს მიეცემათ 40 წუთი იმისთვის რომ ადგილზე შექმნან რაკეტის ტიპის საფრენი აპარატი.
•        ყველა საჭირო ნივთით სტუდენტებს უზრუნველყოფს კომპანია Red Bull -ი
•        გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს ჟიური და ისინი დასაჩუქრდებიან პრიზებით
•        სტუდენტების შემოქმედება შეფასდება ორი კრიტეიუმით: რაკეტის შორ დისტანციაზე ფრენა და მისი ვიზუალური მხარე
•        რაკეტის გაფრენაში სტუდენტებს დაეხმარებიან გამოცდილი კონსტრუქტორები

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები