თანამშრომელთა საყურადღებოდ! Arduino სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწყებითი კურსი სკოლის მოსწავლეებისათვის

03-10-2016
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება Arduino სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწყებითი კურსი სკოლის მოსწავლეებისათვის.

სამეცნიერო-საგანმანათლებლო  კურსის ამოცანას წარმოადგენს, შესაძლებლობა მისცეს მოსწავლეებს, შეიძინონ მსოფლიოს ბავშვებში პოპულარული Arduino-ს პლატფორმასთან მუშაობის უნარ-ჩვევები, შექმნან თავისივე ჩანაფიქრით უნიკალური მოწყობილობები (გაჯეტები)  და განახორციელონ უამრავი, ერთი შეხედვით ყველაზე წარმოუდგენელი იდეებიც კი. Arduino დაეხმარება ბავშვებს, გახდნენ შემოქმედები, გამომგონებლები, პროგრამისტები.

კურსის მეშვეობით მოსწავლეები ეზიარებიან თანამედროვე  მიკროკონტროლერული ტექნიკის ჯადოსნურ სამყაროს და შეისწავლიან ელექტრონიკის, საინჟინრო დაპროგრამების, პროტოტიპების  შექმნისა და  საგამომგონებლო საქმიანობის  უნარ-ჩვევებს.

სამეცნიერო-საგანმანათლებლო კურსის მიზანია, ძლიერი  ინჟინერ-პროგრამისტების, გამომგონებლებისა და მეცნიერების მომავალი თაობების აღზრდა.

წინასწარი მომზადება: არ მოითხოვება
გაკვეთილის  ხანგრძლივობა:1 საათი და 20წუთი
გაკვეთილების რაოდენობა თვეში (შაბათობით): 4 დღე
სწავლების პირველი ეტაპის  ხანგრძლივობა: 3 თვე
სასწავლო  თვეები: ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი

კურსს  წარუძღვება მრავალწლიანი მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობის  გამოცდილების  მქონე  პროფესორი,  მრავალი  სამეცნიერო-ტექნიკური  პროექტის,   გამოგონების,  სამეცნიერო  ნაშრომისა  და სახელმძღვანელოს ავტორი,  სტუ-ს  პროფესორი  ჯემალ გრიგალაშვილი.

მსურველებმა წინასწარ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი მისამართზე http://ertad.gtu.ge და გააგზავნონ ელ.ფოსტაზე: msagtu@gmail.com,  ან, მიბრძანდნენ ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობ ცენტრში.

მისამართი: სტუ-ის VI სასწავლო კორპუსი. ოთახი 510 ა. 

ტელ. 236-41-28

ორშაბათი - პარასკევი: 11:00 -16:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით კურსის ხელმღვანელს, პროფ. ჯემალ გრიგალაშვილს (ტელ.: 595-325-495).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები