ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აალენის უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

29-09-2016
გერმანიის აალენის უნივერსიტეტი (Hochschule Aalen - Aalen University) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2016-2017 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22.10.16
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 25.10.16
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.10.16

სასწავლო კურსებისა და შესაბამისი საბუთებისა და ფორმებისათვის იხილეთ: https://www.hs-aalen.de/pages/aaa_english-taught-lectures

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და ამავე დროს, უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

პარალელურად, შერჩეულმა ნომინანტებმა დამატებით რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინრეჟიმში.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: https://www.hs-aalen.de/en/pages/akademisches-auslandsamt_incomings

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები