ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

29-09-2016
პოლონეთის შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology - WPUT) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2016-2017 აკადემიური წლის საზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი, 27 თებერვალი - 22 ივნისი, 2017).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22.10.16  
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 25.10.16 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.10.16 

სასწავლო კურსებისათვის იხილეთ: http://www.erasmusplus.zut.edu.pl/eng/courses-list.html

შესაბამისი საბუთებისა და ფორმებისათვის იხილეთ: http://www.erasmusplus.zut.edu.pl/eng/international-students.html

შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს სათავაზობს „პოლონური ენისა და კულტურის“ სასწავლო კურსს (4 ECTS). დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნული კურსი ჩართული უნდა იქნას აპლიკანტის სასწავლო ხელშეკრულებაში.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და ამავე დროს, უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე. 

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22.10.16  
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 25.10.16 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.10.16 

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღები ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა (3 ოქტომბერი - 31 იანვარი, 2016) და ზაფხულის სემესტრების (27 თებერვალი - 22 ივნისი, 2017) განმავლობაში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები