სტუ-ს ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენის წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ ორთაბრძოლებში

12-09-2016
3-4 სექტემბერს ქ. ლამეგოში (პოტუგალია) ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში (MMA). ჩემპიონატში წარმატებით მიიღო მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენმა შოთა ლაგვილავამ, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ნოკაუტით დაამთავრა ბრძოლები როგორც ჰოლანდიელ, ისე პორტუგალიელ სპორტსმენთან.

ქართულ დელეგაციას სტუ-ს ორთაბრძოლების კლუბის პრეზიდენტი რევაზ ქელდიშვილი ხელმძღვანელობდა.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები