კონფერენცია

03-11-2010
კონფერენცია 
 
თანამედროვე ტრამვაი თანამედროვე თბილისში“
 
3  ნოემბერს თბილისის საკრებულოს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საინიციატივო ჯგუფ „თბილისის ტრამვაის“  მიერ,  ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებით, სტუ-ში გაიმართა კონფერენცია  – „თანამედროვე ტრამვაი თანამედროვე თბილისში“. 
კონფერენციას თბილისის მერი გიგი უგულავა, დედაქალაქის საკრებულოს წევრები  კონსტანტინე იონათამიშვილი, ჯაბა სამუშია, ვიქტორ დოლიძე, გიორგი ტყემალაძე, გიორგი ჩაჩანიძე, ექსპერტები თენგიზ ფხალაძე, სოსო ცინცაძე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფის ,,თბილისის ტრამვაი’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  
დედაქალაქის მერმა   იმ ახალ  ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც  ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საზოგადოებრივი საბჭოს  შექმნას  ითვალისწინებს.
დამოუკიდებელმა საინიციატივო ჯგუფმა „თბილისის ტრამვაი“ კონფერენციაზე საუკეთესო ელექტრო მიწისზედა  ტრანსპორტის სახეობის – ტრამვაის შესახებ მომზადებული  პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელიც აღნიშნული ტრანსპორტის უპირატესობებს: მგზავრთა მაღალ გამტარუნარიანობას,  ეკონომიურობას, უსაფრთხოებას, ეკოლოგიურობასა და  შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის მოხერხებული მგზავრობის შესაძლებლობას წარმოაჩენს.
საგულისხმოა, რომ ბევრ ევროპულ ქალაქში თბილისის ანალოგიურად ხელახლა ბრუნდება ტრამვაი, ხოლო იმ ქალაქებში, სადაც ტრამვაი ფუნქციონირებს, მისი როლი და დატვირთვა კიდევ უფრო იზრდება.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები