ტვინინგის პროექტი

27-10-2010
ტვინინგის პროექტი
 
შესაძლებლობების გაძლიერება ბოლონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად
 
 
27 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო ე.წ. ტვინინგის პროექტმა (Twinning Project) სახელწოდებით  "შესაძლებლობების გაძლიერება ბოლონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად". ამავე დღეს ჩატარდა სემინარი თემაზე "საგანმანათლებლო პროგრამების კვლევა: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გამოცდილება საფრანგეთიდან".
შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა. სემინარს დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დავით კერესელიძე.
კონფერენცია 29 ოქტომბერს დასრულდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები