საერთაშორისო კონფერენცია IT-ტექნოლოგიებში

25-10-2010
25 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია IT-ტექნოლოგიებში "First ATLAS South Caucasus Software/Computing Workshop & Tutorial - SCSWT'2010".
კონფერენციას აწყობს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN (ჟენევა, შვეიცარია). კონფერენცია ოთხ დღეს გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ ექსპერტები CERN -იდან.
კონფერენციის მთავარი თემა GRID-სისტემაა, რომელიც წარმოადგენს მომავლის ინტერნეტს, რაც ინფორმაციის გაცვლის თვისებრივად ახალ საშუალებას იძლევა.
SCWT'2010 კონფერენციის ჩატარების მთავარი მიზანია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი არ აღმოჩნდეს მსოფლიო IT ტექნოლოგიური წინსვლის მიღმა.
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები