ლექციები "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ტყიბულის საწარმოებში

27-06-2016 ლექციები "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ტყიბულის საწარმოებში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისთვის "საქნახშირი   ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ტყიბულის საწარმოებში გასვლითი ლექციები ჩატარდა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, უშუალოდ საწარმოო პირობებში პრაქტიკულად ენახათ ტექნოლოგიური პროცესები, რომლებიც სემესტრის განმავლობაში თეორიულად შეისწავლეს. სტუდენტები გაეცნენ ე. მინდელის სახელობის შახტისა და მამდიდრებელი ფაბრიკის მუშაობის პროცესებს.

ლექციები "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ტყიბულის საწარმოებში
ლექციებს უძღვებოდნენ საწარმოს დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების დარგში გულჯერ გვენეტაძე და პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი გელა მაჩაიძე, აგრეთვე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ანზორ აბშილავა და ზაურ არაბიძე.

ლექციებმა სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. პასუხი გაეცა უამრავ შეკითხვას, რომელიც დაისვა სტუდენტთა მიერ. სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საწარმოს ხელმძღვანელობა შეთანხმდნენ იმაზე, რომ მსგავსი გასვლითი ლექციები რეგულარულად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას.
ლექციები "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ტყიბულის საწარმოებში   ლექციები "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ტყიბულის საწარმოებში   ლექციები "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ტყიბულის საწარმოებში
ლექციები "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ტყიბულის საწარმოებში   ლექციები "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ტყიბულის საწარმოებში

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები