CIFE - სამაგისტრო პროგრამა ევროპის მცოდნეობაში

23-06-2016
კერძო ინსტიტუტი CIFE აცხადებს სამაგისტრო პროგრამას ევროპის მცოდნეობაში (Executive Master in EU Studies).

CIFE 1954 წელს დაარსდა. ინსტიტუტის სათაო ოფისი განთავსებულია ნიცაში, მისი ფილიალები - ბერლინში, ბრუსელსა და სტამბულში.

ელექტრონული სწავლებისა და ინტენსიური სემინარების მეშვეობით, რომლებიც ჩატარდება ევროპის სხვადასხვა ქალაქში, სასწავლო კურსი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, მიიღონ ღრმა ცოდნა ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. ამასთან, კანდიდატებს შეუძლიათ, აირჩიონ ვიწრო სპეციალიზაცია.

წარმოდგენილი კურსის ხანგრძლივობა 2 წელიწად-ნახევარია (part time). გაიცემა გარკვეული რაოდენობის სტიპენდიაც. 

სააოლიკაციო განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 5 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შინაარსსა და მოთხოვნებზე განთავსებულია პროგრამის ბმულზე.

ელ. ფოსტა: cife-berlin@cife.eu

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები