გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS) 2017

22-06-2016
გერმანიის ბუნდესტაგი, ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად, აცხადებს საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას - IPS 2017, რომლის ფარგლებში პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან აძლევს იშვიათ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. დღემდე ამ პროგრამაში 2.200-მა სტიპენდიატმა მიიღო მონაწილეობა, აქენდან ბოლო წლებში 55 ახალგაზრდაზე მეტმა საქართველოდან. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

პროგრამა გრძელდება 2017 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე და ამ პერიოდის განმავლობაში სტიპენდიატები ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში იმუშავებენ . 

პროგრამის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს. გასული წლების მსგავსად 2017 წლისთვისაც საქართველოსათვის გათვალისწინებულია დაახლოებით ხუთი სტიპენდია.

საგანაცხადო საბუთები მიიღება 2016 წლის 30 ივნისამდე, ელექტრონულად მისამართზე ips@tifl.diplo.de. დანართის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 18 მეგაბაიტს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გერმანიის პარლამენტის საიტზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები