"თურქმენეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი: პროგრესის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების გზები"

17-06-2016 "თურქმენეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი: პროგრესის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების გზები"
17 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართა საზეიმო შეხვედრა "თურქმენეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი: პროგრესის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების გზები".

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ. საზეიმო შეხვედრზე მოწვეულნი იყვნენ დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თურქმენეთის ჰუმანიტარული მეცნიერებისა და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუ-ს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

"თურქმენეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი: პროგრესის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების გზები"
საზეიმო შეხვედრა გახსნა სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დოვლეტმურატ მურატოვმა, თურქმენეთის ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და განვითარების სერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფ. კერიმ კერტიევმა, სტუ-ს ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა მალხაზ რადიანმა.

შეხვედრის დასასრულს საზეიმო ღონისძიების აღსანიშნავად კონცერტი გაიმართა.
"თურქმენეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი: პროგრესის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების გზები"   "თურქმენეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი: პროგრესის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების გზები"

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები