სტუ–ს პროფესორის ლექციების ვიდეოკურსი იტალიის უნივერსიტეტში

08-06-2016
15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე მიწვეული იყო ქ. რომის საერთაშორისო ტელემატიკის დისტანციური სწავლების უნივერსიტეტში (იტალია), სადაც მან გრაფიკულ ცენტრში ჩაწერა 11 ლექციის ვიდეოკურსი, საგანში "ელექტრონული კომერცია სასტუმრო ბიზნესში".

აღნიშნული ვიდეოკურსის ჩაწერა გათვალისწინებული იყო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ტემპუსის №544191 პროექტის პროგრამით, რომლის მიხედვით სტუ–ს სასწავლო პროცესში, საქართველოში პირველად, დაინერგება ახალი  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები სასტუმროს მენეჯმენტში.

ლექციების კურსში წარმოდგენილია ელექტრონული კომერციის არსი და თავისებურებანი, მისი განვითარების ისტორია როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში და მომავალი განვითარების ტენდენციები.

ლექციების კურსის პრაქტიკულ ნაწილში განხილული იქნება ბიზნესის სხვადასხვა პროცესების მოდელირების მრავალი მაგალითი.

ამასთან ერთად, მოყვანილია საიტების რეიტინგული, ვიზიტორთა რაოდენობისა და სოციალურ ქსელებში საიტების პოპულარობის მაჩვენებლები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები