სტუ-ს მეცნიერების წარმატება საერთაშორისო საინჟინრო სიმპოზიუმზე

30-05-2016 სტუ-ს მეცნიერების წარმატება საერთაშორისო საინჟინრო სიმპოზიუმზე
9-13 მაისს საფრანგეთის ქალაქ ექს-პროვანსში გამართულ საერთაშორისო საინჟინრო სიმპოზიუმში -Tools and Methods for Competitive Engineering – TMCE’2016, წარმატებით მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე შარმაზანაშვილმა და დოქტორანტმა ნიკო ცუცქირიძემ.

სიმპოზიუმში მონაწილეობდა 200-დე მეცნიერ-მკვლევარი მსოფლიოს 35 ქვეყნიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ წამყვან უნივერსიტეტებსა და ცნობილ IT კომპანიებს. სიმპოზიუმში მონაწილეები შეირჩა კონკურსის წესით, კერძოდ, კი, წარდგენილი სტატიების ანონიმური განხილვის შედეგების მიხედვით.

ქართველი მეცნიერების ნაშრომმა, რომელიც ეძღვნებოდა ფიზიკური პროცესების სიმულაციისა და მოდელირების პრობლემატიკას, მაღალი შეფასებები დაიმსახურა და მათი სტატია გამოქვეყნებულ იქნა სიმპოზიუმის კრებულში, ხოლო ავტორები მიწვეულ იქნენ ე.წ. პოდიუმ მოხსენებისათვის.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კვლევა განხორციელდა სტუ-სა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის არსებული კოლაბორაციული თანამშრომლობის ფარგლებში.

სტუ-ს მეცნიერების წარმატება საერთაშორისო საინჟინრო სიმპოზიუმზე   სტუ-ს მეცნიერების წარმატება საერთაშორისო საინჟინრო სიმპოზიუმზე

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები