ერაზმუსის მე-4 საერთაშორისო კვირეული

27-05-2016 ერაზმუსის მე-4 საერთაშორისო კვირეული
18-21 აპრილს აფიონის კოჯატეპეს უნივერსიტეტში (თურქეთი) გაიმართა „ერაზმუსის მე-4 საერთაშორისო კვირეული“, რომელშიც თურქეთისა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის: საქართველოდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, მალაიზიიდან და სხვა. ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენდა ერაზმუს+ გაცვლით პროექტში გამარჯვებული კონკურსანტი მარიკა ზვიადაძე (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური).

ერაზმუსის მე-4 საერთაშორისო კვირეული
კვირეულის მონაწილეებს შეხვდნენ კოჯატეპეს უნივერსიტეტის რექტორი,  ვიცე-რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თურქული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლები ნილდა ჰოჯაოღლუ, აიჰან ეროლი და სხვები. 

„ერაზმუსის მე-4 საერთაშორისო კვირეულის“ მონაწილეებმა წარადგინეს თავიანთი ქვეყნები, უნივერსიტეტები, გაუზიარეს გამოცდილება კოლეგებს, წაუკითხეს ლექციები მასპინძელი უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს.

ერაზმუსის მე-4 საერთაშორისო კვირეული
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა უმაღლესი განათლების, ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე, სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის საკითხები. ამასთანავე, „ერაზმუსის მე-4 საერთაშორისო კვირეულის“ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ საერთაშორისო კონფერენციას „საინჟინრო ტექნიკა და გამოყენებითი მეცნიერებები“, რომელშიც თურქეთის, რუმინეთის, მალაიზიისა და სხვა ქვეყნების მეცნიერები მონაწილეობდნენ. 

ერაზმუსის მე-4 საერთაშორისო კვირეული
ღონისძიების ორგანიზატორებმა კვირეულის მონაწილეებს საინტერესო კულტურული ტურებიც შესთავაზეს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი მონაწილეობს ერაზმუს+ პროგრამის კონკურსში გამარჯვებულ საერთაშორისო გაცვლით პროექტში, რომლის კოორდინატორია აფიონის კოჯატეპეს უნივერსიტეტი.

კოჯატეპეს უნივერსიტეტი დაარსდა 1992 წელს. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობას 12 ფაკულტეტი, 4 საბაკალავრო სკოლა, 15 პროფესიული სასწავლებელი და 3 ინსტიტუტი ახორციელებს. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის: ჯანმრთელობის დაცვას, საინჟინრო განათლებას, ეკონომიკასა და ადმინისტრაციულ მეცნიერებებს, ტურიზმს, ვეტერინარიას, პედაგოგიკასა და ხელოვნებას. უნივერსიტეტს 30 000 სტუდენტი და 80 000 კურსდამთავრებული ჰყავს.
ერაზმუსის მე-4 საერთაშორისო კვირეული   ერაზმუსის მე-4 საერთაშორისო კვირეული

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები