II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა"

23-05-2016  23 მაი II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა"
19-20 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ორგანიზებით, გაიმართა რიგით მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა".



 23 მაი II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა"
კონფერენცია გახსნა სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა ნოდარ ფოფორაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას მინერალოგიურ საზოგადოებაში მიმდინარე საკითხები გააცნო და ისაუბრა ახალგაზრდა სპეციალისტების და სტუდენტების დასაქმებისა და სტაჟირების აუცილებლობის შესახებ გეოლოგიის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში. პროფ. ფოფორაძემ კმაყოფილებით აღნიშნა ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და დაინტერესება რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში.

 23 მაი II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა"
კონფერენციზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სტუ-ს რექტორის მოადგილე, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, რომელმაც ისაუბრა სტუ-ს სამეცნიერო - კვლევითი ლაბორატორიების წარმატებებზე და ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებაში გეოლოგიის დარგის მნიშვნელობაზე. 

უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ანზორ აბშილავა შეეხო ახალგაზრდების დასაქმებისა და სწავლების პრობლემებს. აკადემიკოსმა დავით შენგელიამ ისაუბრა მინერალოგიური საზოგადოებისა და საერთოდ, 
 23 მაი II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა"
გეოლოგიური საზოგადოების როლზე, ახალგაზრდა კადრების აღზრდასა და მათი დასაქმების პრობლემებზე. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ მიმოიხილა გეოლოგიის დარგის განვითარება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მისი მნიშვნელობა. დამსწრე საზოგადოებას მან გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობა  და სააგენტოში გეოლოგიის კუთხით მიმდინარე საერთაშორისო პროექტებიც გააცნო.

 23 მაი II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა"
კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, მიესალმნენ ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი თამარ წუწუნავა; ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორი რევაზ კვატაშიძე; გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი ნიკოლოზ ჩიხრაძე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი არჩილ მაღალაშვილი.

 23 მაი II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა"
კონფერენციას ესწრებოდნენ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და კერძო სტრუქტურის თანამშრომლები.

კონფერენციამ ორი დღის განმავლობაში ნაყოფიერად იმუშავა. მისი სამუშაო თემატიკა გეოლოგიიის დარგის თითქმის ყველა სპეციალიზაციას მოიცავდა, მათ შორის აღსანიშნავია მინერალოგიისა და პეტროლოგიის თანამედროვე საკითხები, ტექტონიკა, საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, გარემოს დაცვითი, სასმელი და ტექნიკური წყლებით მომარაგების საკითხები, მინერალური რესურსებისა და სამთო საწარმოების განვითარება საბაზრო პირობებში და სხვა.
 23 მაი II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა"
კონფერენციის დასრულების შემდეგ შეჯამდა სამეცნიერო სხდომების მუშაობის შედეგები. გადაწყდა, რომ რიგით მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა" - ერთი წლის შემდეგ კვლავ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება.


 23 მაი II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა"
კონფერენციაზე გაკეთდა 25 მოხსენება, აქედან 8 მოხსენება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, 5 - თსუ-ს ალ. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტიდან, 6 - თსუ-ს ალ. თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტიდან, 1 - გარემოს ეროვნული სააგენტოდან, 2 - თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტიდან, 3 - შპს "გამაკონსალტინგისგან".

კონფერენციის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 23 მაი II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა"
კონფერენციის დახურვას დაემთხვა მემორანდუმის გაფორმება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და სტუ-ს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მინისტრმა ბატონმა გიგლა აგულაშვილმა და სტუ-ს რექტორმა აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, კონფერენციის მონაწილეები და სტუდენტები.

კონფერენციის დახურვისას სიტყვით გამოვიდნენ მინისტრი გიგლა აგულაშვილი და რექტორია არჩილ ფრანგიშვილი.

 23 მაი II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა"
კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზებაში და წარმატებით განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ახალგაზრდა წევრებმა.

საქართველოში მოქმედი მინერალური რესურსების შემსწავლელი, მომპოვებელი და გადამამუშავებელი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების მეცნიერ და პრაქტიკოს გეოლოგთა მჭიდრო კონტაქტების უზრუნველყოფა, კვლევითი სამუშაოებისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაცნობა-გაზიარება ქვეყანაში გეოლოგიის დარგის სიძლიერისა და წარმატების საწინდარია.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები