ცნობილი ფიზიკოსების საჯარო ლექციები თბილისში

18-05-2016
23-25 მაისს, საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაფუძნებასთან დაკავშირებული პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, საჯარო ბიბლიოთეკაში (ლადო გუდიაშვილის #7) ჩატარდება საჯარო ლექციები. ლექციებს მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერი ფიზიკოსები წაიკითხავენ.

ლექციები განკუთვნილია როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ჰუმანიტარული ფაკულტეტების  სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

საჯარო ლექციებზე დასწრების მსურველებმა ამა წლის 21 მაისამდე უნდა აცნობონ ელ. მისამართზე info@gti.ge (პიროვნულად ან ჯგუფის სახელით სია), სადაც მითითებული იქნება პიროვნების სახელი, გვარი, სასწავლებლის დასახელება, სტატუსი და ელ-მისამართი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები