საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი “საქართველოში კლიმატის ცვლილების ფონზე მელიორაციის თანამედროვე პრობლემები”

17-05-2016 საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი “საქართველოში კლიმატის ცვლილების ფონზე მელიორაციის თანამედროვე პრობლემები”
5 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილებაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი თემაზე: “საქართველოში კლიმატის ცვლილების ფონზე მელიორაციის თანამედროვე პრობლემები”.

სამეცნიერო სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ესტონეთის, რუსეთის და აშშ-ს მეცნიერ-სპეციალისტებმა, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერებმა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. 

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი “საქართველოში კლიმატის ცვლილების ფონზე მელიორაციის თანამედროვე პრობლემები”
ღონისძიება გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. გივი გავარდაშვილმა. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროლემებზე ისაუბრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ოთარ ნათიშვილმა. მოხსენებების შემდეგ გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენლილი იქნა პროფ. .გავარადაშვილის სახელმძღვანელო “ირიგაცია, დრენაჟი, ეროზია”.

სემინარის დასასრულს გაიმართა დისკუსია და მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს და ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს მეცნიერების აქტიურ თანამშრომლობას სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის დარგში და საერთაშორისო საგრანტო პროექტის მომზადებას “ჰორიზონტი 2020”-ის მიმართულებით.
საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი “საქართველოში კლიმატის ცვლილების ფონზე მელიორაციის თანამედროვე პრობლემები”   საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი “საქართველოში კლიმატის ცვლილების ფონზე მელიორაციის თანამედროვე პრობლემები”

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები