SEL კომპანიის საჩუქარი სტუ-ს ელექტროენერგეტიკისა და ელექტრომექანიკის დეპარტამენტს

27-04-2016
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტროენერგეტიკისა და ელექტრომექანიკის დეპარტამენტს SEL (Schweitzer Engineering Laboratories) ამერიკულმა კომპანიამ საჩუქრად გადასცა ციფრული რელეური დაცვის, მართვის და ავტომატიზაციის მოწყობილობების ლაბორატორია.

ამასთან დაკავშირებით კომპანიამ 4 აპრილს ჩაატარა ტრენინგი შემდეგ თემებზე:
  • ქვესადგურების ინტეგრირება საკომუნიკაციო პროტოკოლების გამოყენებით
  • ქვესადგურების საკომუნიკაციო სტანდარტის (IEC61850) პრაქტიკული გამოყენება
  • ქვესადგურების ავტომატიზაციის და მართვის სისტემა
  • ელექტროგადამცემი ხაზების დიფერენციალური დაცვა
  • ძალოვანი ტრანსფორმატორების დაცვა
  • ელექტროგადამცემი ხაზების დისტანციური დაცვა
  • ფიდერების დაცვა და რკალური ნათების მაფიქსირებელი მოწყობილობა
  • ელექტროენერგიის მრიცხველები
რელეური დაცვის უახლესი ლაბორატორია, როგორც თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი მეტად ღირებული შენაძენია ელექტროენერგეტიკის სპეციალობის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები