პროექტი „მარკეტინგისა და მენეჯმენტის ქართულენოვანი ტერმინოლოგია“

25-04-2016
კავკასიის ბიზნეს სკოლის (CSB) და ინტერნეტჟურნალ “მარკეტერის” ინიციატივით იწყება პროექტი „მარკეტინგისა და მენეჯმენტის ქართულენოვანი ტერმინოლოგია“. პროექტის მიზანია მარკეტინგსა და მენეჯმენტში არსებული ქართულენოვანი ტერმინების თავმოყრის, ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების ხელშეწყობა (საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ტერმინების თარგმნა).

პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული სფეროების აკადემიური პერსონალის, ენათმეცნიერების სპეციალისტებისა და პრაქტიკოსი მარკეტერების აქტიური ჩართულობა. ამგვარად, პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებს. ამისათვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა. რის შემდეგაც, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტაზე გადმოგეგზავნებათ 5-5 ინგლისურენოვანი ტერმინი, თავისივე განმარტებით და თქვენ საშუალება გექნებათ, შემოგვთავაზოთ ტერმინების თქვენთვის მისაღები ქართულენოვანი ანალოგი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

საბოლოოდ მოხდება ყველა ტერმინის სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი კომისიისთვის  წარდგენა განსახილველად და დასამტკიცებლად, და შედეგად მივიღებთ მარკეტინგისა და მენეჯმენტის ქართულენოვანი ტერმინოლოგიის კრებულს.

საკონტაქტო პირი: 
ხათუნა სურმავა, პროექტის კოორდინატორი
ტელ.: +995 5 95 05 31 23

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები