სტუ-ს ახალგაზრდა მეცნიერის საერთაშორისო აღიარება

13-04-2016
ცნობილი გერმანული ორგანიზაცია „საერთაშორისო სუპერკომპიუტინგის საკონფერენციო ჯგუფი“ - "ISC Group" (International Supercomputing Conference Group) ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს სუპერკომპიუტინგის (მაღალი წარმადობის კომპიუტერების) მიმართულებით. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფ. მიხეილ ქანთარია სრულფასოვანი კონტრაქტით მიწვეული იქნა ISC Group-ის მიერ, როგორც ორგანიზაციის IT ადმინისტრატორი და კოორდინატორი, და მას დაევალა წლევანდელი სუპერკომპიუტინგის საერთაშორისო კონფერენციის IT  ინფრასტრუქტურის დაგეგმარება და მისი ტექნიკური ჯგუფების ხელმძღვანელობა.

წელს სუპერკომპიუტინგის საერთაშორისო კონფერენცია 19-24 ივნისის გაიმართება ქალაქ ფრანკფურტში და მასში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი საყოველთაოდ აღიარებული კომპანიები, როგორებიცაა: Intel, IBM, Dell, Samsung, Fujitsu, HP, Bull, Huawei, NVIDIA, Seagate, Oracle, Mellanox და სხვ.

დამატებითი ინფორმაცია "ISC Group" კომპანიისა და კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები