2016 წლის ზამთრის პერიოდის საპროექტო პრაქტიკა სტუდენტებისთვის

11-04-2016
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მენეჯერის სამსახურის ხელშეწყობით, სტუ-სა და არქიტექტურულ, სამშენებლო კომპანიებთან, ასევე რეგიონალურ/ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან დადებული მემორანდუმების საფუძველზე ხორციელდება სტუდენტების საპროექტო პრაქტიკა.

ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის პროფესიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევების ჩამოყლიბების ხელშეწყობას.

საპროექტო პრაქტიკა მოიცავს ზამთრის და ზაფხულის ეტაპებს, სადაც 2016 წლის სასწავლო წლის ზამთრის საპროექტო პრაქტიკა  93  სტუდენტმა გაიარა. ასევე, იგეგმება საპროექტო პრაქტიკა 2016 წლის ზაფხულის პერიოდში.

პრაქტიკის თაობაზე დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პრეზენტაცია.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები