"BACKIS - შავ და კასპიის ზღვებს შორის" პროექტი - ფინალური შეხვედრა

05-04-2016 "BACKIS - შავ და კასპიის ზღვებს შორის" პროექტი - ფინალური შეხვედრა5 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის "BACKIS - შავ და კასპიის ზღვებს შორის" პროექტის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

მასში მონაწილეობას  ღებულობდნენ  პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტები.  მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.  პროექტის კოორდინატორია საფრანგეთის მონპელიეს უნივერსიტეტი. პროექტის კონსორციუმში გაერთიანებულია უნივერსიტეტები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა  საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთი, ესპანეთი, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.

ღონისძიება გახსნა თსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფ. იოსებ სალუქვაძემ. ღონისძიებაზე პრეზენტაციით გამოვიდა, აგრეთვე, ერაზმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, პროფ. ლიკა ღლონტი. შეხვედრის  მონაწილეებმა შეაჯამეს მობილობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები და მიღწეული შედეგები.

ღონისძიება 6 აპრილს დასრულდება.

"BACKIS - შავ და კასპიის ზღვებს შორის" პროექტი - ფინალური შეხვედრა   "BACKIS - შავ და კასპიის ზღვებს შორის" პროექტი - ფინალური შეხვედრა


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები