პრეზენტაცია „ვირუსული (VLPs) ნაწილაკების მოდელი და (VLPs) ნაწილაკთა სისტემის ფიზიკურ მახასიათებელთა შესწავლის თეორიული საფუძვლები“

28-03-2016 პრეზენტაცია „ვირუსული (VLPs) ნაწილაკების მოდელი და (VLPs) ნაწილაკთა სისტემის ფიზიკურ მახასიათებელთა შესწავლის თეორიული საფუძვლები“
25 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე „ვირუსული (VLPs) ნაწილაკების მოდელი და (VLPs) ნაწილაკთა სისტემის ფიზიკურ მახასიათებელთა შესწავლის თეორიული საფუძვლები“.

პრეზენტაცია მიეძღვნა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის „ნანო-სენსორული სისტემებით პათოგენური მიკროორგანიზმების დეტექტირების მოდელის შესწავლა - შემუშავება”  მიმდინარე წლის ამოცანების შემაჯამებელ  სამუშაოებს. 

პრეზენტაცია „ვირუსული (VLPs) ნაწილაკების მოდელი და (VLPs) ნაწილაკთა სისტემის ფიზიკურ მახასიათებელთა შესწავლის თეორიული საფუძვლები“
მოხსენება გააკეთა პროექტის ხელმძღვანელმა, დოქ. თამარ ბჟალავამ. სამეცნიერო დისკუსიაში მონაწილეობდნენ სტუ-ს პროფესორები, მეცნიერ-თანამშრომლები, ფაკულტეტის დოქტორანტები და სტუდენტები. პროფ. პ. კერვალიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო წარმოდგენილი თემატიკის ფარგლებში ევროპულ კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები