ERASMUS + მობილობის პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში (METU) - კონკურსი საშემოდგომო სემესტრისათვის

27-03-2016
თურქეთის შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (Middle East Technical University - METU) Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს საშემოდგომო სემესტრისათვის.

საშემოდგომო სემესტრისათვის ნომინანტების შესარჩევად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15.04.2016 (სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური, ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახები: #221, #223, #225).

ნომინირებული სტუდენტებისთვის ონლაინ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 01.05.2016.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები