წყლის საერთაშორისო დღე

22-03-2016 წყლის საერთაშორისო დღე
22 მარტს, სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებმა წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი ჩაატარეს. სტუდენტებმა სემინარზე წარმოადგინეს თემები და საკუთარი მოსაზრებები წყლის, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორის შესახებ. მათ ისაუბრეს საქართველოში წყლის რესურსების დაზოგვის და მოფრთხილებისთვის განსახორციელებელ აუცილებელ ღონისძიებებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში მტკნარი და მინერალური წყლების ჩამოსხმის თანამედროვე მდგომარეობაზე.

წყლის საერთაშორისო დღე
როგორც ცნობილია, 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ 1993 წელს გამოცხადდა. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.



წყლის საერთაშორისო დღე   წყლის საერთაშორისო დღე

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები