არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საპროექტო პრაქტიკა სტუდენტებისთვის

21-03-2016
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მენეჯერის სამსახურის ხელშეწყობით, სტუ-სა და არქიტექტურულ, სამშენებლო კომპანიებთან, ასევე რეგიონალურ/ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან დადებული მემორანდუმების საფუძველზე ხორციელდება სტუდენტების საპროექტო პრაქტიკა.  

ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის პროფესიული და პრაქტიკული 
უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. საპროექტო პრაქტიკა მოიცავს ზამთრისა და ზაფხულის ეტაპებს, სადაც 2015 წელს მონაწილეობა მიიღო 110 სტუდენტმა. ასევე, იგეგმება საპროექტო პრაქტიკა 2016 წლის ზამთრის პერიოდშიც, სადაც მონაწილეობას მიიღებს 115 სტუდენტი.

პრაქტიკის თაობაზე დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პრეზენტაცია.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები