„ProActive Group Georgia” - საინფორმაციო შეხვედრა

21-03-2016
22 მარტს, 14:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული) ახალგაზარდული არასამთავრობო ორგანიზაცია „ProActive Group Georgia”-ს წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებსა და აქტივობებს, თავიანთ ხედვებსა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ორგანიზაციამ უკვე დაგეგმა რამდენიმე პროექტი, რომლის პრეზენტაციაც მოხდება შეხვედრის განმავლობაში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები