ტრენინგკურსი - ეკოპროექტების მენეჯმენტი

18-03-2016
11 აპრილიდან გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაინტერესებულ პირებს იწვევს ტრეინინგკურსზე "ეკოპროექტების მენეჯმენტი".

პროგრამის მიზანია მონაწილეთათვის ეკოპროექტების წერისა და მართვის უნარების შეძენა. კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების პროექტებში, ან განახორციელოს საკუთარი იდეები.

ტრენინგკურსი შედგება სამი ძირითადი მოდულისაგან: 
1. პრობლემის ანალიზი და ეკოპროექტის დიზაინი
2. ფონდების მოძიების მექანიზმები
3. ეკოპროექტების პიარი და ლობირება

კურსი მონაწილეებს აძლეევს შესაძლებლობას:
  • იმუშაონ ჯგუფურად და ინდივიდუალურად საკუთარ საპროექტო იდეებზე
  • გაეცნონ გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე დონორ ორგანიზაციებს
  • განიხილონ რეალური ქეისები
სწავლის ხანგრძლივობა: 4 დღე,  დილით 10:00-13:00-მდე ან საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე.

ღირებულება: 200 ლარი (მოქმედებს 50 %-იანი ფასდაკლება სტუდენტებისათვის).

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ CV ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge და შეავსონ  სააპლიკაციო ფორმა http://bit.ly/1P9W2uw.

ტრენინგკურსს წაიკითხავენ:

ია პაპიაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი და ნათია ჯავახიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://bit.ly/1nLpWiy.

საბუთები მიიღება 5 აპრილის ჩათვლით. 
საკონტაქტო პირი:
მარი გოგუაძე, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
ტელ.: 593 663 023

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები