სერტიფიცირებული ტრეინინგი დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში - WPUT

09-03-2016 სერტიფიცირებული ტრეინინგი დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში - WPUT
22 – 26 თებერვალს შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - WPUT  (პოლონეთი) Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში სერტიფიცირებული ტრეინინგი ჩატარდა, სადაც საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) წარმომადგნლები.
პროექტით გათვალისწინებული პერსონალის მობილობის ფარგლებში ტრეინინგი წარმატებით გაიარეს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ასისტ. პროფ. ლიკა რუხაძემ, ასევე, თსსუ-ს პროფესორებმა თამარ სანიკიძემ და მაკა ბულეიშვილი, რომელთაც გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
სერტიფიცირებული ტრეინინგი დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში - WPUT
ტრეინინგის ორგანიზატორი იყო ზემოაღნიშნული პროექტის კოორდინატორი შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ერაზმუსის ინსტიტუციონალური კოორდინატორი, ქალბატონი აგატა ბრუსკა. ტრეინინგის ინტენსიური გრაფიკი მოიცავდა ისეთი საკითხების განხილვასა და დამუშავებას, რომელიც უკავშირდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების მომზადებასა და მათ შემდგომ იმპლემენტაციას, აგრეთვე სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობასა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს, მათ შორის კანდიდატთა შერჩევის ობიექტურ და გამჭვირვალე პროცედურებს და შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრას; 
სერტიფიცირებული ტრეინინგი დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში - WPUT
მობილობის მსურველთათვის საჭირო კონსულტაციების გაწევას; მობილობამდე, მობილობის პერიოდში და მობილობის შემდეგ გამარჯვებულ კანდიდატთა სათანადო დახმარებასა და მხარდაჭერას (ფორმალური თუ სოციალური საკითხების მოგვარება); მობილობის შედეგების აღიარებას; მობილობის მონაწილეთა ინტეგრაციას; მიღებული გამოცდილების განსაზღვრასა და გაზიარებას და პროექტის შედეგების დისიმინაციას.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში უკვე გაიმარჯვეს და სტუდენტური მობილობით  შჩეცინის უნივერსიტეტში სწავლას განაგრძობენ სტუ-ს ბაკალავრიატის სტუდენტები (3 სტუდენტი), ბიოსამედიცინო სპეციალობით.
სერტიფიცირებული ტრეინინგი დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში - WPUT   სერტიფიცირებული ტრეინინგი დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში - WPUT
სერტიფიცირებული ტრეინინგი დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში - WPUT   სერტიფიცირებული ტრეინინგი დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში - WPUT

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები