პრესრელიზი

16-10-2007

პრეს რელიზი

12.10.07 სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში ტრენინგ-ცენტრის სპამგო პრეზენტაცია გაიმართა.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის, ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოების, საქართველოს გარემოსდაცვისა და განათლების სამინისტროების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სტუ-ს რექტორი და სხვა ხელმძღვანელი პირები.
პროექტი სპაგმო – საჯარო მოხელეებისა და მედიის შესაძლებლობების განმტკიცება საქართველოში ხორციელდება ნოტინჰემის უნივერსიტეტის, ადელფის კვლევითი ცენტრის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია გარემოსდაცვის სექტორში მომუშავე მოხელეების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და მასმედიის იმ თანამშრომლების შესაძლებლობების განმტკიცება, ვის მოვალეობებშიც შედის საზოგადოების ინფორმირება გარემოსდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და სიახლეებზე.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები